სპორტი
19.12.2024 15:47
„დინამო“ თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - საფეხბურთო მატჩები გორსა და კასპში ჩატარდა

თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულმა გუნდმა ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მესამე ადგილი კი ქუთაისის „სერვალმა“ დაიკავა.

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.

ფინალურ ბლოკამდე გასამართი მატჩები გორში ჩატარდა. გადამწყველ შეხვედრებს კი კასპის სტადიონმა უმასპინძლა.

შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბ „გორის“  ორგანიზებით გაიმართა და 2012 წელს დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებულ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად, ვილნიუსის გუნდიც ასპარეზობდა.

თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2023 წლიდან იმართება.

კვირის ამბები