საზოგადოება
20.03.2020 10:48
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 245 630-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 245 630-მდე გაიზარდა. კვლავ უმძიმესი მდგომარეობა რჩება იტალიაში, ირანსა და ესპანეთში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში, დღე-ღამის განმავლობაში, 427 პაციენტი დაიღუპა, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 3405 შეადგინა და ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა (ჩინეთში COVID-19-ით 3245 პაციენტი გარდაიცვალა).

იტალიაში ჩასული ჩინელი ექსპერტები, აცხადებენ, იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ზომები აბსოლუტურად არასაკმარისია, რამაც ამგვარი მძიმე მდგომარეობა შექმნა.

„იტალიაში მკაცრი კარანტინი არ მოქმედებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მოძრაობს, ხალხიც ქუჩებში დადის, ნიღბებს არ ატარებენ, სარგებლობენ სასტუმროებით, წვეულებებზეც კი დადიან”, -  აცხადებს ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტი.

რაც შეეხება ჩინეთს, მეორე დღეა ადგილობრივი გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები კი კვლავ დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 245 630-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

კვირის ამბები