საზოგადოება
17.12.2024 13:31
მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი - პრემიერი ევროკავშირის მინისტერიალის შეთანხმებაზე

საქართველოს მთავრობის მეთაური პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას.

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობას ირაკლი კობახიძე ანტიქართულს უწოდებს.

,,ამ რეკომენდაციას, არსებითად, სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა, ის ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. იცით, რომ ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ეს უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად, ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, ან შეხვედრებზე ვერ წახვალ, ან შეზღუდვა იქნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

,,ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირი არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, საიდანაც, შემდეგ, ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობებში დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა და ასეც მოხდა. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვას, რეალურად, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ევროკომისიას შესაბამისი სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მოძიება დაევალა. საზოგადოებას რომ შევახსენოთ, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გადაადგილება არ არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი. სამართლებრივად, ეს ცალკე ხელშეკრულებით რეგულირდება ორ მხარეს შორის, ამიტომ ევროკომისიას დაევალა იმ ხელშეკრულების გადახედვის მომზადება და არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი საფუძვლების წარმოდგენა. ევროკავშირის საბჭო მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება ამ საკითხს და კვლავ მიიღებს კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებას. ბიუროკრატიული პროცესია, გრძელვადიანი. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები ამ თემაზე მიღებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სიმბოლური გადაწყვეტილება, უფრო პოლიტიკური შეფასება, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება. ეს არანაირად არ ეხება ვიზალიბერალიზაციას, ან ჩვეულებრივ პასპორტებს საფრთხე არ ემუქრება.

დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, ან შეხვედრებზე ვერ წახვალ, ან შეზღუდვა იქნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი. გათვლა აქ რეალურად რაც იყო არის ის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღოთ, რომ მთლად შედეგის გარეშე არ დარჩენილიყო ეს სამიტი“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კვირის ამბები