გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ 2013 წლამდელთა შორის ელიტ ლიგის გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონატის ფარგლებში, გუნდმა ოცდაოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოცდაორი მოგებით, ორი კი ფრედ დაასრულა.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მირიან აბულაძე, გიორგი ლურსმანაშვილი, ანტონ მერაბიანი, იოანე გოგიაშვილი, მიხეილ კვიწინაძე, დაჩი ლაფაჩი, სანდრო გულბანი, გიორგი შეყილაძე, სოსო ღვინიაშვილი, გაბრიელ გიგაური, კახი ბოჭორიშვილი,ლუკა ჭუჭყიანი, ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ მეგრელიშვილი.
სპორტსმენთა მწვრთნელები ემზარ წკრიალაშვილი და გიორგი თედელური არიან.
შეგახსენებთ, საფეხბურთო გუნდი „გორი“ 2013 წლამდელთა შორის ელიტ ლიგის გამარჯვებული გასულ წელსაც გახდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს