სპორტი
17.12.2024 13:11
ბაღდათში გამართულ ტურნირზე გორელებმა ცხრამეტი მედალი მოიპოვეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ იური ბოგდანოვისა და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირზე გორელებმა ცხრამეტი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრი უმცროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის ჩატარდა და პირველობისთვის როგორც გოგონები, ისე ვაჟები იბრძოდნენ.

მოპოვებული მედლებიდან თხუთმეტი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, ერთი - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის, ხოლო სამი კლუბ "ჩემპიონის" სპორტსმენების ანგარიშზეა.

ტურნირის გამარჯვებულები ანა გოდელაშვილი (+70 კგ.),  ბექა ბერიანიძე (20 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (23 კგ.), ნიკა ბერიანიძე (26 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (29 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (32კგ.) და საბა ვართანიანი (60 კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილი მათე პაპიტაშვილმა (29 კგ.),  ალექსანდრე ტლაშაძემ (38 კგ.) და რუსუდან გაგნიძემ (45 კგ.) დაიკავეს.

მესამე ადგილზე კი ტატო ცხაოშვილი (41 კგ.), ლაზარე ხეთაგური (23 კგ.), დაჩი კარელიძე (26 კგ.), აივაზ ემინოვი (29 კგ.), თომა პაპიტაშვილი (29 კგ.), დავით მუკნიაშვილი (35 კგ.), ნიკა მერაბიშვილი (44 კგ.), ავთო მესროფაშვილი (48 კგ.) და მათე ქოთუაშვილი (60 კგ.) გავიდნენ.

იური ბოგდანოვისა და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს ბაღდათმა უმასპინძლა.

კვირის ამბები