გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-დან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რეგიონში დროგამოშვებით კვლავ ნალექია მოსალოდნელი.
მთასა და მაღალმთაში კი, ნავარაუდევია ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი.
სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელია დიდთოვლობა და ზვავსაშიშროებაც.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, დღეს ღამით გორში მოსალოდნელია -8 გრადუსი ყინვა, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი ყინვა -10, -12 გრადუსს მიაღწევს.
16 დეკემბერს, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +1 გრადუსს მიაღწევს, 16 საათიდან ნავარაუდევია მცირე თოვლი.
მთელი დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 17 დეკემბერს. ღრუბლიანობა და ნალექი შენარჩუნდება გორში 18 და 19 დეკემბერსაც.
სინოპტიკოსების ცნობით, 20,21 და 22 დეკემბერს გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.