საზოგადოება
12.12.2024 15:10
13 დეკემბრიდან გორში მოსალოდნელია ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით, მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრად კლება და ინტენსიური თოვა.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან, 13 დეკემბრიდან, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით.

მცირე ნალექი წვიმის სახით ნავარაუდევია დღეს, 12 დეკემბერს 19 საათიდან, ღამის საათებში  გორში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - თოვა.

13 დეკემბერს 18 საათამდე წვიმაა ნავარაუდევი, 19 საათიდან კი გორში მოთოვს, ამასთან, ჰაერის ტემპერატურა ღამით -7 გრადუსამდე დაეცემა, მაღალი ზონის სოფლებში კი მოსალოდნელია 10 გრადუსამდე ყინვა.

პერიოდულად თოვა და დღე-ღამის განმავლობაში ყინვა შენარჩუნდება 14 დეკემბერს.

15-16 დეკემბერი გორში უნალექოდ ჩაივლის, თუმცა, კვლავ ნავარაუდევია ყინვა.

17, 18, 19 და 20 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით.

კვირის ამბები