საზოგადოება
19.03.2020 19:24
ველით ინფიცირებულების რიცხვის ზრდას, რისკის ქვეყნებიდან ორიათასამდე მოქალაქე დაბრუნდა - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვის ზრდას ელოდება. ამ პროგნოზის მიზეზი, მისივე განმარტებით, ის 2000-მდე მოქალაქეა, რომელიც რისკის შემცველ ქვეყნებში იყვნენ და საქართველოში დაბრუნდნენ.
„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ველოდებით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვიღებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ ზომებს. ყველამ გავითვალისწინოთ - არ გვქონდეს პანიკის საფუძველი, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად და მობილიზებულები, ან არ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. პირიქით, აუცილებელია, დავიცვათ ყველა მითითება, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, რომელთაგან 1 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში1 600-მდე ადამიანი იმყოფება.
კვირის ამბები