საავტომობილო გზებზე შეზღუდვების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, შეზღუდვები არ მოქმედებს.
შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრად კლება და ინტენსიური თოვა.