გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის, საკანდიდატო კურსის წარჩინებული მსმენელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ მსმენელებს საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი საპატიო დაფები გადასცა და ღირსეული შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მოინახულეს მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და მსმენელების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.