საზოგადოება
12.12.2024 14:32
სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების საქმიანობისთვის ნებართვების მოსაპოვებლად, იუსტიციის სახლებში განცხადებების მიღება შესაძლებელი გახდა

იუსტიციის სახლის ფილიალებში ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვებისთვის განცხადებების მიღება შესაძლებელი გახდა.

მომხმარებელს, 3-წლიანი ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის 123 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დრომდე აღნიშნული განაცხადების გაკეთება მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში იყო ხელმისაწვდომი. ნებართვების გაცემის მიზანი კი, მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობა და მომსახურების პირობების გაუმჯობესება, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებაა.

კვირის ამბები