პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში ერთიანი პროპორციული სიით შევიდნენ და დელეგატის სტატუსი აქვთ, სადელეგატო ოლქებში დელეგატის ბიუროები შეიქმნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება ხორციელდება.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების ერთიანი პროპორციული სისტემით ჩატარების შედეგად, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა, თუმცა „საარჩევნო კოდექსში“ შევიდა ცვლილება და ე.წ. დელეგატის ინსტიტუტი გაჩნდა. პროპორციული წესით არჩეულ დელეგატებს იგივე ფუნქცია აქვთ, რაც მანამდე მაჟორიტარებს ჰქონდათ.
მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებისთვის მოქმედი ბიუროები პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ბიუროს ფუნქციონირების მთავარი მიზანი კი, ადგილზე, მაჟორიტარ დეპუტატსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო.
შეგახსენებთ, ,,ქართულ ოცნებას“ 22 დელეგატი ჰყავს საქართველოს რეგიონებში, 8 დელეგატი კი - თბილისში. გორის ოლქში მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილია დელეგატი.