თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს პირველობაზე (საქართველოს თასი) გორელმა სპორტსმენებმა 11 მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული მედლებიდან ხუთი - ოქროს, ორი - ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს სინჯისაა.
ჩემპიონის ტიტული ნიკა ზანგალაძემ (57 კგ.), ომარ გაზაშვილმა (61 კგ.), გოგა ოთინაშვილმა (65 კგ.), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ.) მოიპოვეს.
ვერცხლის მედალს ნიკა მაისურაძე (86 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) დაესაკუთრნენ.
ნიკა ბოჭორიშვილი (57 კგ.), გიორგი წურიაშვილი (57 კგ.), საბა ღამბაშიძე (61 კგ.) და ზურა აბალაკი (70 კგ.) შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეთაგან ცხრა - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ნიკა ზანგალაძე და ომარ გაზაშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
აღსანიშნავია რომ მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
საქართველოს თასს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.