საზოგადოება
09.12.2024 22:30
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცვლილების საფუძველზე, საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება.

„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

კვირის ამბები