7-8 დეკემბერს გორი ჭადრაკში შიდა ქართლის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს.
შეჯიბრი შიდა ქართლის რეგიონალური ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოზარდები (გოგონები და ჭაბუკები) იასპარეზებენ.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა დაბადების მოწმობის ასლი და სატურნირო შენატანის გადარიცხვის დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: cialaqasoshvili @ gmail . com უნდა გადააგზავნონ. დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა 6 დეკმბრის 18:00 საათია.
რაც შეეხება პრიზიორებს, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცემათ.