საზოგადოება
04.12.2024 15:42
გორის განვითარების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების სასწავლო კურსს იწყებს

სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების სასწავლო კურსზე - Code-IT განაცხადები 5 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

პროექტში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კურსზე ჩასარიცხად მონაწილეებმა გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ბმული უნდა შეავსონ.

წარმატებული აპლიკანტები სპეციალური დავალების შესრულების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

„პროგრამის მეორე მოდულის ფარგლებში, მონაწილეები 16 სალექციო კურსის განმავლობაში, JavaScript-ს შეისწავლიან. სწავლება გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის ქ. 20) ჩატარდება

პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ შემდეგი მოდულები.

პროგრამა „საქართველოს ბანკთან“ და „ლინეიტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

კვირის ამბები
Loading...