გორის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 308 წარჩინებულ კურსდამთავრებულს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
„გორის მაცნესთან“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გიორგი ბერძნიშვილმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპი) დარიგება დაიწყო.
„გორის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 308 წარჩინებული კურსდამთავრებული პორტაბელური კომპიუტერით (ლეპტოპი) დაჯილდოვდა. პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა“, - აღნიშნა გიორგი ბერძნიშვილმა.
ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წელს დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება.