საზოგადოება
03.12.2024 16:32
საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტის და პოლიტიკოსების სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

სასამართლოს განჩინება ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელებით პრეზიდენტი და ოპოზიცია 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა.

კვირის ამბები