საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე, დაუყოვნებლივ დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 200 220.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე წულაძემ გუშინაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია. საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ შევიდეს და სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.