3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. როგორც შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად. შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილად საკუთარი თავის აღქმას, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია.
შშმ პირთა უფლებების კონვენცია და მისი არჩევითი ოქმი (A / RES / 61/106) , რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს იქნა მიღებული გაეროს მიერ და ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს, ითვალისწინებდა გაეროს 10-წლიან სამუშაო გეგმას შშმ პირთა მიმართ მიდგომების და დამოკიდებულებების შესაცვლელად.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ 2009 წელს მოაწერა ხელი.
გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებების და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.