სამართალი
19.03.2020 14:49
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესაებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის ინფორმაციით, 74 წლის ქალი სხვა ქრონიკული დაავადებების მატარებელიც იყო.

„ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა სხვა ქრონიკური დაავადებებიც. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან და რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, შექმნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად, დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კვირის ამბები