საზოგადოება
02.12.2024 11:54
„ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში“ - ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წიგნის - „ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ნაშრომის ავტორები, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, აკადემიის პროფესორი ლევან ნიკოლეიშვილი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი თორნიკე ზედელაშვილი უძრვებოდა.

წიგნში, რომლის რედაქტორიც აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძეა, განხილულია შემდეგი საკითხები: ხელოვნური ინტელექტის არსი; ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნა, როგორც ტრანსფორმაციული ძალა სამხედრო ოპერაციებში, მისი განმარტება, ისტორიული ეტაპები და ძირითადი პრინციპები; ხელოვნური ინტელექტი სამხედრო სფეროში, მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში; ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღების მაგალითები; ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება კიბერომებში და სხვა.

„წიგნის ავტორები ამ თემით დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო უწყებებს, კერძო ორგანიზაციებს, ექსპერტებს აძლევენ რეკომენდაციებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით. ნაშრომი საინტერესოა, ასევე, აღნიშნული პრობლემის შესწავლით და კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“, - აცხადებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

კვირის ამბები