ბათუმში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს
გიორგი გოგიჩაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია რესპუბლიკურ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ტურნირის გამარჯვებული 26 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ჩოჩიშვილი გახდა. ლაზარე ხეთაგური (23კგ.) კი შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორია.
გიორგი გოგიჩაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი ბათუმში ჩატარდა.