საზოგადოება
07.10.2019 13:52
ქალი, რომელსაც სოფელ თერგვისში გველმა უკბინა, საავადმყოფოში მოათავსეს

სოფელ თერგვისში, ღამით, საწოლში,  ქალს გველმა უკბინა. დაზარალებულმა ქვეწარმავალი  ლოგინში იპოვა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 39 წლის ქალი გორში, კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა.

,,კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე, წვა და ტკივილი კისრის მიდამოში. ვიზუალური დათვალიერებით, კისრის არეში აღენიშნებოდა ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც დამახასიათებელია გველის ნაკბენისთვის. პაციენტის გადმოცემით, მან ლოგინში ნახა გველი, რომელმაც ქალი დაგესლა. პაციენტი მოთავსებული იყო სტაციონარში, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, იმყოფებოდა მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ და გაეწერა ბინაზე“, - განაცხადა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია მღებრიშვილმა.

კვირის ამბები