საზოგადოება
28.11.2024 11:30
„ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები“ - გორში გამოფენა-კონკურსი ჩატარდა

„ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები“ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა.

აქტივობა პროექტის - „ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში მოეწყო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ათეულობით ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება გამარჯვებულს, ქიწნისის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ბუდედაშვილი გახდა.

„ღონისძიება დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების“ ერთ-ერთი პროექტის - „ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტში 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა და არაერთი აქტივობა განხორციელდა“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები