გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტს 23 კილომეტრამდე რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტურქტურა შეემატება.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტების ნაწილი (95 %) უკვე დასრულდა, ნაწილი (5 %) კი მალე დასრულდება.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ ლოკაციებს, გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა: იაკობ გოგებაშვილის ქუჩის პარალელურ სანაპიროზე (აკავშირებს ცხინვალის გზატკეცილს და პუშკინის ქუჩას), ბაქოს, გაბრიელ გვერწითელის, ალექსანდრე პუშკინის (მონაკვეთი), გელა თუთარაშვილის, დიმიტრი გიგაშვილის ქუჩებზე, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ (შიდა გზა), იაკობ გოგებშვილის ქუჩის მე-3 შესახვევსა და დავით გურამიშვილის ქუჩაზე; ხოლო გზების მოწყობის სამუშაოები გრძელდება სერგო ჯორბენაძის და ნადია გელდიაშვილის ქუჩებზე.
გზების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა შემდეგ სოფლებში: ბროწლეთი, ტყვიავის და მარანას დამაკავშირებელი გზა, მუმლაათკარი, ხიდისთავი, საქაშეთის დევნილთა ჩასახლება, ბერბუკი, ფხვენისი, ქიწნისის მეურნეობა, არაშენდა, მეჯვრისხევი, მერეთი, ფლავი, ქვახვრელი და ბოშური.