ხუთი - პირველი, ერთი - მეორე და სამი მესამე ადგილით დაასრულეს კლუბ „ჩემპიონის“ (მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე) სპორტსმენებმა თავისუფალ ჭიდაობაში გამართული რესპუბლიკური ღია ტურნირი.
შეჯიბრში უმცროსი ასაკის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.
გორელთაგან გამოსარჩევია ტატო ცხაოშვილის წარმატებული ასპარეზობა. სპორტსმენმა ორ ასაკობრივ კატეგორიაში (2010-2011 წწ. და 2012-2013 წწ.) პირველი ადგილი დაიკავა.
ტატო ცხაოშვილის მსგავსად, ტურნირის პირველი ადგილის მფლობელები გიორგი ხოსრუაშვილი (44 კგ., 2010 - 2011 წწ), რუსუდან გაგნიძე (46 კგ., 2010 - 2011 წწ.) და მათე მჭედლიშვილი (51 კგ., 2012-2013 წწ.) გახდნენ.
რაც შეეხება გივი ქებაძეს (44 კგ.), 2010-2011 წწ. დაბადებულებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.
ნიკოლოზ ჭიღლაძემ (57 კგ., 2010-2011 წწ.) დათო ბრეგვაძემ (75 კგ., 2010-2011 წწ.) და გიორგი ჭიღლაძემ (38 კგ., 2012-2013 წწ.) მესამე ადგილი დაიკავეს.
ტურნირი მისაქციელში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა.