გორი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას - „საქართველოს თასი“ უმასპინძლებს.
შეჯიბრი 9-10 დეკემბერს ჩატარდება და 23-წლამდელთა შორის გაიმართება.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრი მიზნად სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაციას, გაფართოებას და ქვეყნის ნაკრები გუნდის შევსება/დაკომპლექტებას ისახავს.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი