საზოგადოება
25.11.2024 12:57
საქართველოს მთავრობაში ცვლილებები იგეგმება - პრემიერ-მინისტრმა სამი ახალი მინისტრის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად - ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა მინისტრობის კანდიდატების გამოცდილებაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრებს - ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას დასამტკიცებლად პრემიერი პარლამენტს დღეს წარუდგენს.

კვირის ამბები