საზოგადოება
25.11.2024 12:54
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ესწრებიან

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ პარტია ,,ქართული ოცნების” სიით არჩეული წევრები ესწრებიან, რაც შეეხება არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებს, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლებო უმრავლესობა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს ,,კოალიციას ცვლილებებისთვის”, 16 მანდატი - ,,ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას”. 14 მანდატი - ,,ძლიერ საქართველოს“, ხოლო პარტიას ,,გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.

პარლამენტის პირველ სხდომაზე რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა.

სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია - ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია იქმნება. პირველ სხდომაზევე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

კვირის ამბები