საზოგადოება
25.11.2024 12:31
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პარლამენტის დარბაზში მხოლოდ პარტია ,,ქართული ოცნების” სიით არჩეული წევრები იმყოფებიან. სხდომას ასევე ესწრება ,,ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას ესწრებიან სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და ასევე - სასულიერო პირები.

შეგახსენებთ, პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან მე-10 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ. ფიცის ტექსტს ცესკოს თავმჯდომარე წაიკითხავს.

კვირის ამბები