გორის მუნიციპალური ინსპექცია ახალ სამუშაო სისტემაზე გადადის. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა, სადაც დეტალურად იქნება ასახული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, თანხა არ იცვლება.
კერძოდ, პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილზე საშვის გარეშე დგომა ითვალისწინებს ჯარიმას10 ლარის ოდენობით, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში კი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანას საჯარიმო ავტოსადგომზე;
დგომის წესების დარღვევა (არასწორი პარკირება) - ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა პარკირების ზონის მიღმა ითვალისწინებს ჯარიმას10 ლარის ოდენობით (საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანას საჯარიმო ავტოსადგომზე);
შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე დგომა ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაშიმოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე.
„აქვე გაცნობებთ, რომ დაკისრებული ჯარიმის10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში გადაიხდით20%-ით ნაკლებს.
დაჯარიმებიდან 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე დგომისათვის დაჯარიმებულს - 200 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ გორის მუნიციპალურ ინსპექციაში.