გორში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება.
ღონისძიება წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლის ინიციატივით იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელის წინაშე ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები, ნატო მეტონიძე, დავით არჩვაძე, ჯაბა და თამარ გიუნაშვილები, თეატრალურის კვარტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახელმწიფო კაპელა წარსდგებიან.
საქველმოქმედო კონცერტი 5 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში ჩატარდება.
„ბილეთების ინტენსიურად გაყიდვა უკვე დაიწყო. ფასი, ტრადიციულად, 20 ლარს შეადგენს. ბილეთის შეძენასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 551 52 99 20, 577 01 19 42“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი