21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.
გაერო-ს ყოველწლიური ინიციატივის ფარგლებში, ამ დღეს ტელევიზიები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან და 30-წამიან ვიდეორგოლს ათავსებენ ეთერში იმისთვის, რომ შეგვახსენონ ტელევიზიის ძალა ადამიანების ცხოვრებაში.
რაც შეეხება ქართულ ტელევიზიას, ქართული ტელევიზიის ისტორია 1953 წლიდან იღებს სათავეს. ამავე წელს დედაქალაქში დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროექტება, რომელიც მთაწმინდის ზედა პლატოზე უნდა განთავსებულიყო. 3 წლის შემდეგ, 1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დასრულდა. პირველი ტელეგადაცემები სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან გადაიცემოდა.
ტელევიზიის მსოფლიო დღე წელს 28-ედ აღინიშნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება