გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ ლიგა 3-ის ოცდამერვე ტურის შეხვედრაში „მაჭახელას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი სხვაობით 10:0 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი ნიკა ოქროპირიძემ, არჩილ გიგაურმა, ელგუჯა ბიბილურმა, გიორგი ხაჭაპურიძემ, თემურ ნოზაძემ და ემანუელ ფობიმ გაიტანეს. ორ-ორი გოლი კი გიორგი კურუმაშვილის და უჩა ხუბულურის ანგარიშზეა.
შეხვედრა ახალსოფლის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, „გორი“ ლანჩხუთის გუნდის - „გურია“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 29 ნოემბერს ჩატარდება და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონი უმასპინძლებს.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი