სპორტი
21.11.2024 14:41
ხელბურთელ ქალთა გუნდი „გორი“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ასპარეზობს

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ ქალთა გუნდი „გორი“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ასპარეზობს.

ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყო და გორელებმა ხუთი შეხვედრიდან ორი თამაში მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩში „გორი" აჭარის გუნდთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 23:24 დამარცხდა.

ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ნატალი გაზაშვილი, მარიამ ერისთავი, ნატალი ბიწაძე, თიკა სამადალაშვილი, ანნა ოქროპირიძე, ქეთევან ჯალაბაძე, მარიამ კოპაძე, ანა ბურნაძე, ნინი ხეჩიკაშვილი, ნინი ტლაშაძე, თეკლა ჯანეზაშვილი, თიკო სისოშვილი, ლიზი ედიშერაშვილი, ირინოლა ელბაქიძე.

ხელბურთელთა მწვრთნელი თორნიკე გაგლოშვილია.

კვირის ამბები