საზოგადოება
20.11.2024 12:32
20 ნოემბერი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

20 ნოემბერი - ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე 1959 წელს დაარსდა. თარიღის დაწესების მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება და ბავშვთა საკითხების გარშემო საერთაშორისო ერთიანობაა.

„მსოფლიოს ბავშვთა დღე გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური თარიღია, რომელიც მიუწოდებს კონკრეტული ქმედებისკენ ბავშვებისთვის. ეს დღე ყოველწლიურად20 ნოემბერს აღინიშნება, ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და რესურსების მობილიზაციას მილიონობით ბავშვისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ თავიანთი უფლებებით. ამ დღეს ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დისკუსიისთვის, რომელიც მათ მომავალს ეხება.

1989 წლის ამავე დღეს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წლიდან შეუერთდა.

კვირის ამბები