სპორტი
20.11.2024 12:29
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ხორვატიასთან ორმატჩიანი დაპირისპირება 3-3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი რამაზ სვანაძის გუნდმა გაიმარჯვა.

„დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ბევრი ისეთი რთული მომენტი იყო, რომელიც შეიძლება ბევრს ვერ გადაელახა, მაგრამ ერთად დგომით გადავლახეთ. ჩვენი გუნდის მთავარი ძალა ერთმანეთის გვერდში დგომაა და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზეც კარგ შედეგს დავდებთ“, - აღნიშნა 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა ნოდარ ლომინაძემ.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 2025 წელს სლოვაკეთში ჩატარდება.

რაც შეეხება წილისყრას, ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, 3 დეკემბერს გაიმართება და სლოვაკეთის დედაქალაქი - ბრატისლავა უმასპინძლებს.

კვირის ამბები