საზოგადოება
19.11.2024 13:49
სახალხო დამცველი დიცსა და ქორდში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში - დიცსა და ქორდში იმყოფება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ მიმართ განსაკუთრებული იყოს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და ყურადღება.

,,ტრადიციულად, ვაგრძელებთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სოფლების მონახულებას და შეხვედრას აქ მცხოვრებ მოსახლეობასთან.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომლებიც განიცდიან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, უსაფრთხოების პრობლემებს, თქვენ იცით, რომ ახლახან ორი ადამიანი იქნა უკანონოდ დაკავებული,

მათ მიმართ განსაკუთრებული იყოს სახელმწიფოს ყურადღება, განსაკუთრებული იყოს სახელმწიფოს ზრუნვა. ამიტომ ჩამოვდივარ, ვიგებ ყველაფერს, ადგილზე ვეცნობი უშუალოდ მათ პრობლემებს და ამ ყველაფრის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ამზადებს სპეციალურ ანგარიშებს, ასევე ამ ინფორმაციას ვაწვდი პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებს.", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

კვირის ამბები