საზოგადოება
19.11.2024 12:29
გორის მუნიციპალიტეტის მერია ოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების სოციალურად დაუცველ წევრებს ფინანსურად დაეხმარება

სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია ოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების სოციალურად დაუცველ (ქულა: 0-დან 120 000-ის ჩათვლით) წევრებს წელიწადში ერთხელ 500 ლარით დაეხმარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

კუთვნილი დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები