კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უკვე ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს ორ ახალ სამინისტროს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს - თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი