საზოგადოება
18.11.2024 12:44
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით დააფინანსებს

სოციალური პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით დააფინანსებს.

პროგრამით სარგებლობა სახელმწიფო გრანტის არ მქონე სტუდენტებს, 50% და 70 %-იანი გრანტის მქონე პირებს შეუძლიათ. გარდა ამისა, სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა მერყეობდეს0-დან120 000-ის ჩათვლით.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები