სპორტი
18.11.2024 12:41
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრები ასპარეზობაში მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთო. ქართველებმა რუმინეთის და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს. ფინალში კი უკრაინას 4:3 აჯობეს და ოქროს მედალს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდურ შეჯიბრებამდე ქართველებმა ინდივიდუალურადაც წარმატებით იასპარეზეს.

გორელმა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.) ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. უკრაინელი, სომეხი, სერბი და უნგრელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი უნგრეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი 22 წამში იპონით დაამარცხა.

გიორგი ტერაშვილი კლუბ „გორიჯვარის“ წარმომადგენელია. ძიუდოისტის მწვრთნელი მალხაზ ავაზნელია.

ევროპის ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ პილაში ჩატარდა.

კვირის ამბები