საზოგადოება
18.11.2024 11:39
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი გორში სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების საჭიროებებს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი გორის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძე ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდა. მუზეუმის დირექტორს ლიანა ოქროპირიძეს შეხვდა, შენობა დაათვალიერა და ორგანიზაციის საჭიროებებს გაეცნო.

გარდა ამისა, მინისტრი გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია. დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

თინათინ რუხაძე გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელისგან გუნდის საჭიროებებს და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნო და სამომავლოდ მხარდაჭერის გაძლიერებაზე მზაობა გამოთქვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში ვიზიტით დაასრულა. სასწავლებლის სპეციფიკას გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერის ზრდაზე ისაუბრა.

კვირის ამბები