საზოგადოება
15.11.2024 14:31
„სიტყვის ძალა“ - შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

საგანმანათლებლო პროექტის - „სიტყვის ძალა“ შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობა ცნობილია.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, ინტელექტუალური კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარეობს და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

რაც შეეხება შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობას, ესენია: ეთერ მახოხაშვილი (კარალეთის №1 საჯარო სკოლა, XI კლასი), ელენე კვინიკაძე (გორის №2 საჯარო სკოლა, XI კლასი), ელენე ხუროშვილი (გორის №6 საჯარო სკოლა, XI კლასი), ანა საგიაშვილი (ქვემო ხვითის საჯარო სკოლა, XI კლასი), მაკა საური (გორის №12 საჯარო სკოლა, XII კლასი).

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიზანი ახალგაზრდების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ხალხური სიბრძნის - ანდაზების გაცნობა-შესწავლაა. კონკურსი, ასევე, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებითაცაა დატვირთული.

კონკურსის ფინალური შეხვედრა 19 ნოემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება.

 

კვირის ამბები