საზოგადოება
19.03.2020 10:35
დღეიდან საქართველოში პირბადეების წარმოება იწყება

დღეიდან საქართველოში პირბადეების წარმოება იწყება. ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ადგილზე არის ნედლეულის საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიების წარმოება უკვე განხორციელდეს. მინისტრის თქმით, პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის აუცილებელ მარაგს. შემდეგ კი, იმ ადამიანებზე გადაანაწილებს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
„ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა რომ საქართველოში ადგილობრივად დაგვემზადებინა პირბადეები. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო „აჭარა ტექსტილია“, ამ დროისთვის კი, სამედიცინო ნიღბების წარმოების დაწყებისთვის ათი სამკერვალოა მზად. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენების იქნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, აფთიაქებში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტი შეიქმნა.

კვირის ამბები