საზოგადოება
15.11.2024 11:46
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება დაასრულა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების პროცესი დაასრულა

როგორც სააგენტოში აცხადებენ, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიზანი პედაგოგების პროფესიული განვითარებაა.

აღმზრდელ-მასწავლებლებთან ერთად ტრენინგ-მოდული ბაღების დირექტორებმაც გაიარეს.

„ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა წარმატებით ჩააბარეს ტესტირება და სერტიფიკატები მიიღეს.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით2020 წლის30 ივნისს დამტკიცდა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჯამში, 361 თანამშრომელი გადამზადდა. “, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები