ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები სკვერებს და სხვა გამწვანებულ, საერთო სარგებლობის სივრცეებს ყოველდღიურად აწესრიგებენ.
„კეთილმოწყობის სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს ხეების გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას, ბალახის თიბვას, ჩამოცვენილი ფოთლების გატანას. ფოთოლცვენის დროს სისტემატურად სუფთავდება სანიაღვე არხებიც“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი