საზოგადოება
14.11.2024 11:53
საქართველოში დღეიდან მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

დღეიდან, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პირველი ეტაპი დაიწყო.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე, რომელიც 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება თვითრეგისტრაცია ელექტრონულად გაიაროს.

29 ნოემბრიდან კი აღწერის მეორე ეტაპი დაიწყება და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინტერვიუერები ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით 19 დეკემბრის ჩათვლით შეაგროვებენ.

„თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: www. geostat. ge.

გახსოვდეს, აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები