მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პუბლიკაციების და მონოგრაფიების გამოფენა/ექსპოზიცია მოეწყო, სადაც 2020-2024 წლებში გამოქვეყნებული მასალები იყო წამოდგენილი. გორის უნივერსიტეტში დაცული უნიკალური წიგნადი ფონდიდან რარიტეტული ნაწილი გამოიფინა.
გარდა ამისა, ადგილობრივ, საერთაშორისო და ჰორაიზონ ევროპის სამეცნიერო საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით, საინფორმაციო პრეზენტაციაც ჩატარდა.
მეცნიერების საერთაშორისო დღე 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა, მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას. თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება